12 დეკ

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი (GE)

2024 წლის 12 დეკემბრიდან ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საბაზისო მედიცინის მიმართულება

ა) ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანტური ადგილი;

ბ) ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანტური ადგილი;

გ) ასისტენტი - 1 ვაკანტური ადგილი.

პრეკლინიკური მიმართულება:

ა) პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი;

ბ) ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი;

გ) ასისტენტი- 1 ვაკანტური ადგილი.

კლინიკური მიმართულება:

ა) ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი;

ბ) ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანტური ადგილი;

 

საკონკურსო ვადები:

  • საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება 2025 წლის 13-17 იანვარი, 10 00 სთ-დან 16 00 სთ-მდე (დოკუმენტაციის წარმოდგენა შესაძლებელია მატერიალური ან ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge).
  • საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი) – 2025 წლის 20 იანვარს;
  • კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) - 2025 წლის 21-22 იანვარს;
  • კონკურსის წინასწარი/პირველადი შედეგების გამოქვეყნება - 2025 წლის 23 იანვარს;
  • კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება (აპელაცია) - 2025 წლის 24 იანვარს, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N417);
  • კონკურსის საბოლოო შედეგები (აკადემიურ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების სია) გამოქვეყნდება 2025 წლის 27 იანვარს;
  • გამარჯვებული კანდიდატების ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე რექტორის ბრძანებით დანიშვნა, აფილირების შეთანხმებების და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - 2025 წლის 27 იანვარს.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სრულად

scroll up