ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის, სამედიცინო ინგლისურის კურსის დასრულება
     
5 ივლ

მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის, სამედიცინო ინგლისურის კურსის დასრულება

2024 წლის 5 ივლისს, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საზეიმო ღონისძიება, სადაც მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამის - „სამედიცინო  ინგლისურის“ კურსდამთავრებულებს გადაეცათ პროფესიული ინგლისური ენის ცოდნის შესაბამისი დონის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მიღწევას ! -შრომისმოყვარეობისა და მონდომების შედეგს, რომლითაც მნიშნელოვანი წვლილი შეაქვთ ჯანდაცვის სფეროს პერსპექტიული მომავლის ჩამოყალიბებაში!

აქვე აღვნიშნავთ, რომ ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრი აგრძელებს პროფესიული ინგლისური ენის კურსებზე მსმენელთა მიღებას და მალე შემოგთავაზებთ როგორც უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, თურქული და სხვ.) დასაუფლებელ  კურსებს,  ასევე, ინგლისური ენის კურსებს სპეციფიკური მიზნებისთვის - პროფესიული მიმართულებებით.

scroll up