ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის შესარჩევი კონკურსი
     
2 დეკ

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის შესარჩევი კონკურსი

„ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის შერჩევა- მიღებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის 2023 წლის 02 დეკემბრის N01-09/23 ბრძანების საფუძველზე, უნივერსიტეტში გამოცხადდა დამხმარე პერსონალის შესარჩევი კონკურსი.

ვაკანტური მიმართულებები:

  •  მედიცინის სკოლის დეკანის ოფისის სპეციალისტი;
  •  სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის სპეციალისტი.

საკონკურსო ვადები:1. უნივერსიტეტის დასაქმების მსურველთა მიერ განცხადების (დანართი) და დოკუმენტაციის წარმოდგენა უნივერსიტეტში - 2023 წლის 5 დეკემბრიდან 2024 წლის 15 თებერვლის ჩათვლით სამუშაო დღეებში (შაბათ-კვირისა და სხვა უქმე დღეების გარდა), 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N417). დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას მატერიალური და/ან ელექტრონული სახით ელ. ფოსტაზე - info@avicenna.ge;2. დოკუმენტაციის შეფასება;3. კონკურსანტთან გასაუბრება;4. კონკურსის შედეგის შესახებ კონკურსანტისთვის ინფორმაციის მიწოდება ელ. ფოსტის საშუალებით;5. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვებაში კონკურსანტთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება.

იხ. დანართი

scroll up