ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის უცხო ენების ცენტრი აცხადებს მიღებას ინგლისური ენის შემსწავლელ კურსზე ექიმებისა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებისთვის.
კურსზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://forms.gle/4HzgDHTxbsKWfhDH8
დღევანდელ მსოფლიოში ინგლისური ენის ცოდნა პროფესიული განვითარებისთვის ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. სწორედ ინგლისურენოვანი სამყაროდან მოდის სიახლეების, სამეცნიერო მიღწევებისა და ინოვაციების დიდი ნაწილი, მათ შორის მედიცინის სფეროში
ამ საჭიროებაზე საპასუხოდ, ავიცენას ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა უცხო ენების ცენტრი და პირველად რეგიონის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სფეროში ამოქმედდა პროფესიული ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები (ESP - english for specific purpose).
ცენტრს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული ბრიტანეთის საბჭოსთან რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გექნებათ შესაძლებლობა ავიცენა ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბაროთ IELTS -ის საერთაშორისო გამოცდა
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით +995 550 000 561 (WhatsApp/Viber)