Erasmus+ KA171 პერსონალის პროფესიული განვითარების (Staff Mobility for Training) პროგრამის ფარგლებში, ავიცენა - ბათუმის საერთაშრისო უნივერსიტეტის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმარების ხელმძღვანელი, გურამ კვასხვაძე სამუშაო ვიზიტით ეწვია ჩვენს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას - ფოჯას უნივერსიტეტს (იტალია).
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა არსებული თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე, სტუდენტებისა და პერსონალისთვის მობილობის შესაძლებლობების გაფართოებასა და აკადემიური და კვლევითი კოლაბორაციის ახალი პერსპექტივების დასახვაზე. აღნიშნულმა მობილობამ ასევე შექმნა საუკეთესო შესაძლებლობა ინტერნაციონალიზაციისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად.
მადლობას ვუხდით ფოჯას უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.