2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას "დიპლომირებული მედიკოსის" ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მობილობის ვადები:
21-აგვისტოდან 9 სექტემბერი - დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია მობილობის პორტალზე - https://students.emis.ge
13-16 სექტემბერი - მობილობის მსურველთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღება ელექტრონულად (info@abmu.edu.ge)
17 სექტემბერი - მობილობის მსურველთა მიერ ათვისებული კრედიტების მედიცინის სკოლის მიერ აღიარება (თავსებადობის დასკვნების შედგენა);
18-19 სექტემბერი (11:00 სთ-დან 18:00 - სთ-მდე) - კრედიტების აღიარებისა და სემესტრის განსაზღვრის თაობაზე დასკვნაზე მობილობის მსურველთა თანხმობის განცხადებების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება;
20-22 სექტმებერი - მობილობის წესით ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასარიცხი პირების შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა.
მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება (იხ. ბმული);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);