2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხული სემესტრისთვის ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას „დიპლომირებული მედიკოსის" ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე.
მობილობის ვადები:
2026 წლის 28 იანვრიდან 11 თებერვლის 18.00 საათამდე - დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია მობილობის პორტალზე - https://students.emis.ge/
2026 წლის 10-12 თებერვალი - მობილობის მსურველთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღება ელექტრონულად (info@abmu.edu.ge)
2026 წლის 13-16 თებერვალი - მობილობის მსურველთა მიერ ათვისებული კრედიტების მედიცინის სკოლის მიერ აღიარება (თავსებადობის დასკვნების შედგენა);
2026 წლის 17-18 თებერვალი - კრედიტების აღიარებისა და სემესტრის განსაზღვრის დასკვნაზე მობილობის მსურველთა თანხმობის განცხადებების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება;
2026 წლის 18-20 თებერვალი - მობილობის წესით ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასარიცხი პირების შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა.
მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება (იხ. ბმული);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;
ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;
ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);