ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - გამოცხადდა შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის „ინფორმაციული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი“ განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
     
28 ოქტ

გამოცხადდა შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის „ინფორმაციული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი“ განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

გამოცხადდა შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი  ღია კონკურსი მენეჯმენტისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის „ინფორმაციული ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი“ განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:

ა) პროფესორი - 2 აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილების ვადა - 6 წელი;

ბ) ასოცირებული პროფესორი - 4 აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილების ვადა - 4 წელი;

გ) ასისტენტ-პროფესორი -2 აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილების ვადა - 3 წელი;

დ) ასისტენტი - 3 აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილების ვადა - 3 წელი.

სულ - 11 ვაკანტური ადგილი.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

ა.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ა.ბ) ინგლისურენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა ან ინგლისურად სწავლების კომპეტენცია, რაც დადასტურდება განცხადების მე-7 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი კრიტერიუმით;

ა.გ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში ან/და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში; 

ა.დ) სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა (კონცეფცია).

ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

ბ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ბ.ბ) ინგლისურენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა ან ინგლისურად სწავლების კომპეტენცია, რაც დადასტურდება განცხადების მე-7 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი კრიტერიუმით;

ბ.გ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში ან/და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში; 

ბ.დ) სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა (კონცეფცია).

გ) ასისტენტ - პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად: 

გ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

გ.ბ) ინგლისურენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა ან ინგლისურად სწავლების კომპეტენცია, რაც დადასტურდება განცხადების მე-7 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი კრიტერიუმით;

გ.გ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში; 

გ.დ) სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა (კონცეფცია);

დ) ასისტენტის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

დ.ა) დოქტორანტი. 

დ.ბ) ინგლისურენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა ან ინგლისურად სწავლების კომპეტენცია, რაც დადასტურდება განცხადების მე-7 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი კრიტერიუმით;

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვროს „ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების (ICTs) უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის“ და პროგრამის სპეციფიკის გათვალისწინებით, წესის მოთხოვნების შეუცვლელად და მისი ჩარჩოს ფარგლებში:

ა) „საკონკურსო მიმართულებით“ დოქტორის ხარისხის ან დოქტორანტის სტატუსის შესაბამისობის შეფასებისას მხედველობაში მიიღება ისეთი ხარისხი ან სადოქტორო პროგრამა, რომელიც ეფუძნება ერთ-ერთ ან რამდენიმე ქვემიმართულებას: კომპიუტერულ მეცნიერებას/ინფორმატიკას, პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიას, ინფორმაციულ სისტემებს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კიბერუსაფრთხოებას, მონაცემთა მეცნიერებას, ხელოვნურ ინტელექტს/მანქანურ სწავლებას ან მასთან დაკავშირებულ სფეროს; ქვემიმართულების შესაბამისობას შეიფასებს საკონკურსო კომისია;

ბ) სამეცნიერო პუბლიკაციები უნდა ეხებოდეს კონკურსის ქვემიმართულებას (მაგალითად, ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლა, მონაცემთა ანალიზი, პროგრამული ინჟინერია, ქსელები და კიბერუსაფრთხოება, ინფორმაციული სისტემები);

გ) სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა (კონცეფცია) უნდა ასახავდეს დარგობრივი მახასიათებლის შესაბამის ცოდნის არეებს (მაგალითად, ალგორითმული საფუძვლები, პროგრამირება, მონაცემთა მართვა, ქსელები და კომუნიკაცია, უსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი, ადამიან-კომპიუტერის ურთიერთოქმედება), თანამედროვე ტექნოლოგიებისა და კვლევითი კომპონენტის გათვალისწინებით;

დ) პრაქტიკული/ინდუსტრიული გამოცდილება (პროგრამული პროდუქტების შემუშავება, მანქანური სწავლისა და მონაცემთა ანალიზის პროექტები, ინფორმაციული სისტემების ან ქსელური ინფრასტრუქტურის დაპროექტება და ექსპლუატაცია, კიბერუსაფრთხოება) შეიფასება წესის 12¹ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმის („პრაქტიკული გამოცდილება ან მიღებული განათლება“) ფარგლებში. ეს სავალდებულო საკვალიფიკაციო პირობა არ არის.

პროფესიული ნიშნით ასისტენტის აკადემიურ თანამდებობეზე შეიძლება არჩეულ იქნას პირი, რომელიც უძღვება ლექციებს, პრაქტიკულ/ლაბორატორიულ მეცადინეობებს, ხელმძღვანელობს საბაკალავრო პროექტებსა და ინდუსტრიულ კეისებს IT და AI მიმართულებით და აკმაყოფილებს დადგენილების მე-5 პუნქტით განსაზღვრულ არანაკლებ 3 საკვალიფიკაციო მოთხოვას.

პროფესიული ნიშნით ასისტენტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) უძღვება ჯგუფში მუშაობას, ლაბორატორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ეხმარება სტუდენტებს კოდირებისა და პროექტების განხორციელების პროცესში.

ბ) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ან მაგისტრატურის მოქმედი სტუდენტი) IT, AI, კომპიუტერული ინჟინერიის ან მიჯნური მიმართულებით.

გ) ინგლისური ენის B2/C1 დონეზე ფლობის დადასტურება (საერთაშორისო სერტიფიკატი ან შესაბამისი დოკუმენტაცია).

დ) არანაკლებ 2 წლის პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება IT/AI სფეროში (მაგ.: Middle/Junior Software Developer, Data Analyst, QA Engineer, DevOps Specialist).

ე) რეალური პროგრამული პროდუქტის, ვებ/მობილური აპლიკაციის, მონაცემთა ანალიზის მოდელის ან სკრიპტების შექმნაში მონაწილეობა (დადასტურებული GitHub/GitLab პორტფოლიოთი ან დამსაქმებლის ცნობით).

ვ) ფლობს არანაკლებ 1 საერთაშორისო ან ინდუსტრიულ სერტიფიკატს (მაგ.: Python/Java Certification, Associate Level Cloud Certification, Data Science Foundation და ა.შ.).

ზ) მონაწილეობა IT პროექტებში, სტარტაპ-ეკოსისტემაში, ჰაკათონებში ან ტექნოლოგიურ კონკურსებში (საპრიზო ადგილები ან სერტიფიცირებული მონაწილეობა).

კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით (იხ: დანართი );

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

გ) კონკურსანტის CV ქართულ და ინგლისურ ენებზე. CV შევსებული და წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერისტეტის მიერ დადგენილი ფორმით (CV-GEO / CV-ENG);

დ) ფოტოსურათი (3X4 );

ე) საკონკურსო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტების ასლი;

ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლი

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა (მხოლოდ პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად);

თ) საკონკურსო მიმართულების შესაბამისი, ბოლო 10 წლის  განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია - სასურველი (გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონათვალი, შესაბამისი ბეჭდვითი ჟურნალის სარჩევის ან ელექტრონული ჟურნალის სტატიის ბმულის მითითებით, უნდა აისახოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი CV ფორმაში);

ი) ინგლისურ ენაზე სწავლების კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა

კ) სილაბუსი საკონკურსო მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსისთვის/კურსებისთვის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატებისათვის);

ლ) დარგობრივი მიმართულებით სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა კონცეფცია (სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატებისათვის)

მ) სამეცნიერო საგრანტო პროექტებში ან/და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი/ტრენინგი/კვალიფიკაციის ამაღლების/მომზადების/გადამზადების კურსები) მონაწილეობის ამსახველი დოკუმენტები/სერტიფიკატები, ასევე გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები (ინფორმაცია უნდა მიეთითოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ CV ფორმაში და წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია, CV-თან ერთად);

ნ) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც კონკურსანტის შეხედულებით დამატებით წარმოაჩენს კონკურსანტის შესაბამისობას საკონკურსო აკადემიურ თანამდებობასთან (ინფორმაცია პროფესიული სერტიფიკატები, პროფესიული/ინდუსტრიული პროექტების, პროგრამული პროდუქტებისა და ღია კოდის რეპოზიტორიების მითითება, რეკომენდაციები, ინფორმაცია გრანტების, სტიპენდიებისა და ჯილდოების შესახებ. ასევე, რეკომენდაციები საგანმანათლებლო თუ სხვა დაწესებულებიდან ან ნებისმიერი სხვა რელევანტური ინფორმაცია, შესაძლებელია აისახოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ CV ფორმაში და წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია, CV-თან ერთად);

ო) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ (ცნობა უნდა იყოს მოქმედი საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის დროისათვის) ან კონკურსანტის წინასწარი განაცხადი იმის შესახებ, რომ ამ სახის დანაშაულის ჩადენისათვის არ არის ნასამართლევი და არ აქვს ჩამორთმეული საქმიანობის უფლება (თუკი კონკურსანტი გაიმარჯვებს კონკურსში, ვალდებულია წარმოადგინოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა ნასამართლეობის შესახებ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ან დამსაქმებელის მიერ განსაზღვრულ ვადაში).

პ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ.

ჟ) უცხო ქვეყანაში/უცხო ენაზე გაცემულ დოკუმენტებთან ერთად (გარდა სამეცნიერო სტატიებისა) წარმოდგენილი უნდა იყოს მათი ქართულ ან ინგლისურ ენაზე ნოტარიულად დადასტურებული თარგმანი, ხოლო უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად - მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი.

რ) საკონკურსო დოკუმენტაციასთან ერთად ყველა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და უნივერსიტეტთან აფილირების შეთანხმების გაფორმებაზე მზაობის შესახებ (აღნიშნული ინფორმაცია უნდა აისახოს უნივერისტეტის მიერ დადგენილ კონკურსანტის განაცხადის ფორმაში).

ს) პროფესიული ნიშნით მონაწილე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ ასევე ამ დადგენილების 5-6 პუნქტით დადგენილი საკვალიფიკაიო მოთხოვნების შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები;

კონკურსის მონაწილე კონკურსანტის ინგლისურ ენაზე სწავლების კომპეტენციის დადასტურებისათვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთი შემდეგი კრიტერიუმს:

ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;

ბ) საზღვარგარეთ მოქმედ საგანმანათლებლო ან სხვა დაწესებულებაში ან საერთაშორისო კომპანიაში ინგლისურ ენაზე საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;

გ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

დ) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით;

ე) პროფესიული ნიშნით არჩევის შემთხვევაში - შესაბამისი დონის სერტიფიკატები;

უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანიდიდატის ინგლისური ენის დადასტურების მიზნით ჩაატაროს შიდა გამოცდა.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

ა) პირველი ეტაპი - კონკურსანტის საკონკურსო დოკუმენტაციის/ინფორმაციის შეფასება;

ბ) მეორე ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება (საჭიროების შემთხვევაში საჩვენებელი ლექციის ჩატარება ან/და სხვა აქტივობის შესრულება, სამუშაო დატვირთვის სპეციფიკის გათვალისწინებით).

კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებია:

ა)   ინგლისური ენის ფლობა;

ბ) პრაქტიკული გამოცდილება ან მიღებული განათლება შესაბამის საკონკურსო თანამდებობის პროფილში.

გ)  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება შესაბამის მიმართულებით;

დ) სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, კონგრესებში და სხვა სამეცნიეროკვლევით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) დარგის ან სასწავლო კურსის სწავლება-განვითარების კონცეფცია ;

ვ)  აკადემიური მიღწევები;

ზ) პრეზენტაბელურობა;

თ) ცოდნის გაზიარების მეთოდები;

ი) სტუდენტთა შეფასების მეთოდები;

კ) მოტივაცია;

ლ) კომუნიკაბელურობა;

მ) ინოვაციების ინიცირების და მართვის უნარი.

საკონკურსო კონკურსის ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) საკონკურსო განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 2026  წლის 27 ნოემბრიდან 2026  წლის 02 დეკემბრის ჩათვლით (დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge).

ბ) საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი)2026 წლის 04 დეკემბერი  და კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) 2026 წლის 07 დეკემბერი;

გ) კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება და კონკურსანტებისთვის გაცნობა: 2026 წლის 11 დეკემბერი;

დ) კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაძლო გასაჩივრების (აპელაცია) ვადა განისაზღვროს შემდეგნაირად: საჩივრების მიღების ვადა  2026 წლის 14 დეკემბერი, და საჩივრის განხილვის ვადა - 2026 წლის 15 დეკემბერი; (10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N402);

ე) კონკურსის საბოლოო შედეგები კანდიდატებისათვის ცნობილი გახდეს არაუგვიანეს 2026 წლის 16 დეკემბერი;

ვ) გამარჯვებული კანდიდატების წინარე შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება და აფილირების შეთანხმებების განხორციელდეს კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში.

კონკურში გამარჯვებულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება პროგრამის აკრედიტაციის შემდეგ, სასწავლო-აკადემიური დატვირთვა და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართვა მოხდეს პროგრამის განხორციელების დაწყებისთანავე.

იხილეთ სრულად.

scroll up