ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - გამოცხადდა შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი ,,საექთნო საქმე” ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ჯანდაცვის მიმართულებით
     
28 ოქტ

გამოცხადდა შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი ,,საექთნო საქმე” ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ჯანდაცვის მიმართულებით

გამოცხადდა შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი ,,საექთნო საქმე” ინგლისურენოვანი საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად, ჯანდაცვის მიმართულებით ქვემოთ ჩამოთვლილ აკადემიური თანამდებობეზე (38 აკადემიური თანამდებობა):

ა) წამყვანი პროფესორი - 1 აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილები ვადა - 8 წელი;

ბ) პროფესორი - 3  აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილები ვადა - 6 წელი;

გ)  ასოცირებული პროფესორი - 25  აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილები ვადა - 4 წელი;

დ) ასისტენტ-პროფესორი - 6  აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილები ვადა - 3 წელი;

ე) ასისტენტი - 3  აკადემიური თანამდებობა, უფლებამოსილები ვადა - 3 წელი.

აკადემიური პერსონალის შესარჩევი     ღია     კონკურსის    ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) საკონკურსო განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 2026  წლის 27 ნოემბრიდან 2026  წლის 02 დეკემბრის ჩათვლით (დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - info@abmu.edu.ge).

ბ) საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი)2026 წლის 04 დეკემბერი  და კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) 2026 წლის 07 დეკემბერი;

გ) კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება და კონკურსანტებისთვის გაცნობა: 2026 წლის 11 დეკემბერი;

დ) კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების შესაძლო გასაჩივრების (აპელაცია) ვადა განისაზღვროს შემდეგნაირად: საჩივრების მიღების ვადა  2026 წლის 14 დეკემბერი, და საჩივრის განხილვის ვადა - 2026 წლის 15 დეკემბერი; (10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N402);

ე) კონკურსის საბოლოო შედეგები კანდიდატებისათვის ცნობილი გახდეს არაუგვიანეს 2026 წლის 16 დეკემბერი;

 

ვ) გამარჯვებული კანდიდატების წინარე შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება და აფილირების შეთანხმებების განხორციელდება  კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში.

 

ზ) კონკურში გამარჯვებულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება პროგრამის აკრედიტაციის შემდეგ, სასწავლო-აკადემიური დატვირთვა და საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართვა მოხდეს პროგრამის განხორციელების დაწყებისთანავე.

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით (იხ: დანართი );

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

გ) კონკურსანტის CV ქართულ და ინგლისურ ენებზე; CV შევსებული და წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერისტეტის მიერ დადგენილი ფორმით (CV-GEO / CV-ENG);

დ) ფოტოსურათი (3X4 );

ე) საკონკურსო აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტების ასლი;

ვ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლი

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა (მხოლოდ წამყვანი პროფესორის, პროფესორის და ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად);

თ) საკონკურსო მიმართულების შესაბამისი, ბოლო 10 წლის  განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი/პუბლიკაცია - სასურველი (გამოქვეყნებული პუბლიკაციების ჩამონათვალი, შესაბამისი ბეჭდვითი ჟურნალის სარჩევის ან ელექტრონული ჟურნალის სტატიის ბმულის მითითებით, უნდა აისახოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილი CV ფორმაში);

ი) ინგლისურ ენაზე სწავლების კომპეტენციის დამადასტურებელი ცნობა

კ) სილაბუსი საკონკურსო მიმართულების შესაბამისი სასწავლო კურსისთვის/კურსებისთვის (სავალდებულო მოთხოვნას წარმოადგენს წამყვანი პროფესორის, პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატებისათვის);

ლ) დარგობრივი მიმართულებით სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა კონცეფცია (სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მსურველი კანდიდატებისათვის)

მ) კლინიკური დისციპლინების მიმართულებით- კლინიკაში სამუშაო გამოცდილების ამსახველი ცნობა (კონკურსის პერიოდისათვის კონკურსანტის მოქმედი შრომითი კონტრაქტის/უწყვეტი/აქტიური შრომითი ურთიერთობის შესახებ);

ნ) სამეცნიერო საგრანტო პროექტებში ან/და პროფესიული განვითარების ღონისძიებებში (კონფერენცია, ფორუმი/ტრენინგი/ კვალიფიკაციის ამაღლების/ მომზადების/გადამზადების კურსები) მონაწილეობის ამსახველი დოკუმენტები/სერტიფიკატები, ასევე გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები და მონოგრაფიები (ინფორმაცია უნდა მიეთითოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ CV ფორმაში და წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია, CV-თან ერთად);

ო) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც კონკურსანტის შეხედულებით დამატებით წარმოაჩენს კონკურსანტის შესაბამისობას საკონკურსო აკადემიურ თანამდებობასთან (ინფორმაცია მიღებული გრანტების, სტიპენდიებისა და ჯილდოების შესახებ, ასევე რეკომენდაციები საგანმანათლებლო თუ კლინიკური დაწესებულებიდან ან ნებისმიერი სხვა რელევანტური ინფორმაცია, შესაძლებელია აისახოს უნივერსიტეტის მიერ დადგენილ CV ფორმაში და წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი დოკუმენტაცია, CV-თან ერთად);

პ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის არქონის შესახებ (ცნობა უნდა იყოს მოქმედი საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის დროისათვის) ან კონკურსანტის წინასწარი განაცხადი იმის შესახებ, რომ ამ სახის დანაშაულის ჩადენისათვის არ არის ნასამართლევი და არ აქვს ჩამორთმეული საქმიანობის უფლება (თუკი კონკურსანტი გაიმარჯვებს კონკურსში, ვალდებულია წარმოადგინოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა ნასამართლეობის შესახებ, შრომითი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ან დამსაქმებელის მიერ განსაზღვრულ ვადაში).

ჟ) ასისტენტის აკადემიური თანამდებობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ ცნობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ.

რ) უცხო ქვეყანაში/უცხო ენაზე გაცემულ დოკუმენტებთან ერთად (გარდა სამეცნიერო სტატიებისა) წარმოდგენილი უნდა იყოს მათი ქართულ ან ინგლისურ ენაზე ნოტარიულად დადასტურებული თარგმანი, ხოლო უცხო ქვეყნის უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად - მისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი.

ს) საკონკურსო დოკუმენტაციასთან ერთად ყველა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან აფილირების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და უნივერსიტეტთან აფილირების შეთანხმების გაფორმებაზე მზაობის შესახებ (აღნიშნული ინფორმაცია უნდა აისახოს უნივერისტეტის მიერ დადგენილ კონკურსანტის განაცხადის ფორმაში). წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პირი ვალდებულია -ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტთან  იყოს აფილირებული.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) წამყვანი პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

ა.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება;

ა.ბ) ინგლისურენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა ან ინგლისურად სწავლების კომპეტენცია, რაც დადასტურდება განცხადების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი კრიტერიუმით;

ა.გ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში ან/და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში; 

ა.დ) სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა (კონცეფცია).

ბ) პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

ბ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ.ბ) ინგლისურენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა ან ინგლისურად სწავლების კომპეტენცია, რაც დადასტურდება განცხადების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი კრიტერიუმით;

ბ.გ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში ან/და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში; 

ბ.დ) სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა (კონცეფცია).

ე) ასოცირებული პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

ე.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

ე.ბ) ინგლისურენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა ან ინგლისურად სწავლების კომპეტენცია, რაც დადასტურდება განცხადების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი კრიტერიუმით;

ე.გ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალში ან/და რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში; 

ე.დ) სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა (კონცეფცია).

ვ) ასისტენტ - პროფესორის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად: 

ვ.ა) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი

ვ.ბ) ინგლისურენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა ან ინგლისურად სწავლების კომპეტენცია, რაც დადასტურდება განცხადების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი კრიტერიუმით;

ვ.გ) უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული  სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში; 

ვ.დ) სასწავლო კურსების შემუშავებისა და განვითარების ხედვა (კონცეფცია);

ზ) ასისტენტის აკადემიური  თანამდებობის დასაკავებლად:

ზ.ა) დოქტორანტი. 

ზ.ბ) ინგლისურენოვან პროგრამაზე შესაბამისი სწავლების ენის არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა ან ინგლისურად სწავლების კომპეტენცია, რაც დადასტურდება განცხადების მე-5 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი კრიტერიუმით;

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები - კლინიკური დისციპლინების სწავლებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალს მოეთხოვება საექთნო ან/და მედიცინის სფეროში შემდეგი:

ა) შესაბამისი სპეციალობის სერთიფიკატი (მედიცინის სფეროსთვის)

პედაგოგიური და კლინიკური გამოცდილება:

ბ) წამყვანი პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 8 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 10 წელი;

გ) პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 6 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო 9 წელი;

დ) ასოცირებული პროფესორი-პედაგოგიური გამოცდილება სულ მცირე 3 წელი, კლინიკური- სულ მცირე ბოლო  5 წელი;

ე) ასისტენტ-პროფესორს კლინკური გამოცდილება სულ მცირე ბოლო 3 წელი;

ვ) ასისტენტს- დოქტორანტი კლინიკურ სპეციალობაში მიმდინარე კლინიკური პრაქტიკით მინიმუმ ბოლო 1 წლის განმავლობაში.

კონკურსის მონაწილე კონკურსანტის ინგლისურ ენაზე სწავლების კომპეტენციის დადასტურებისათვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთი შემდეგი კრიტერიუმს:

ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;

ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო/საექთნო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;

გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში  სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;

დ) ინგლისურენოვანი საექთნო ან დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;

ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატით.

უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანიდიდატის ინგლისური ენის ცოდნის დადასტურების მიზნით ჩაატაროს შიდა გამოცდა.

კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებია:

ა)   ინგლისური ენის ფლობა;

ბ) პრაქტიკული გამოცდილება ან მიღებული განათლება შესაბამის საკონკურსო თანამდებობის პროფილში.

გ)  სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება შესაბამის მიმართულებით;

დ) სამეცნიერო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, კონგრესებში და სხვა სამეცნიეროკვლევით და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა;

ე) დარგის ან სასწავლო კურსის სწავლება-განვითარების კონცეფცია ;

ვ)  აკადემიური მიღწევები;

ზ) პრეზენტაბელურობა;

თ) ცოდნის გაზიარების მეთოდები;

ი) სტუდენტთა შეფასების მეთოდები;

კ) მოტივაცია;

ლ) კომუნიკაბელურობა;

მ) ინოვაციების ინიცირების და მართვის უნარი.

აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი 2-ეტაპიანია:

ა) პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების/ინფორმაციის შეფასება;

ბ) მეორე ეტაპი - კონკურსანტებთან გასაუბრება. (საჭიროების შემთხვევაში საჩვენებელი ლექციის ჩატარება ან/და სხვა აქტივობის შესრულება, სამუშაო დატვირთვის სპეციფიკის გათვალისწინებით).

აკადემიური პერსონალის შესარჩევი ღია კონკურსი ჩატარდება თავისუფლების, გამჭვირვალობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებით.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს, გარდა  „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირის ან/და პირის, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.

კონკურსანტთა დოკუმენტების მიღებას, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საართველოს კანონის შესაბამისად დამუშავებას, კონკურსანტთა შეფასებას, ავიცენას  აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამსახურში მიღების წესის მოთხოვნებთან და კონკურსის პირობებთან მათი შესაბამისობის დადგენას, კონკურსის წინასწარი/პირველი შედეგების გამოქვეყნებას, კონკურსანტის მიერ გასაჩივრების შემთხვევაში აპელაციის განხილვას, გამარჯვებული კონკურსანტების გამოვლენას და რექტორისათვის დასანიშნად წარდგენას უზრუნველყოფს საკონკურსო კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი მტკიცდება რექტორის ბრძანებით.

კონკურსანტი უფლებამოსილია დადგენილ ვადებში გაასაჩივროს კონკურსის ჩატარების პროცედურა ან კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საჩივარი/აპელაცია უნდა იყოს დასაბუთებული და საფუძვლად ედოს კომისიის მხრიდან კონკურსის ჩატარების პირობებისა თუ პროცედურების  დარღვევის ფაქტი. სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს კონკურსანტს, რომელსაც უარი ეთქვა კონკურსის შემდეგ ეტაპზე/აკადემიურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

აპელაციის პროცესის დასრულების და აპელაციების შედეგების განხილვის შემდგომ, საკონკურსო კომისია იღებს გადაწყვეტილებას აკადემიურ კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენის თაობაზე და კონკურსის საბოლოო შედეგებს აქვეყნებს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე (www.abmu.edu.ge).

კონკურსში გამარჯვებული კონკურსანტთან გაფორმდება შრომითი ხელშეკრულებები და აფილირების შეთანხმებები, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი კონკურსანტი უფლებამოსილია კონკურსთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი ინფორმაციას გაეცნოს უნივერისტეტის აკადემიური პერსონალის მიღების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტით „აკადემიური და მოწვეული პერსონალის სამსახურში მიღების წესი”-თ.

 

იხილეთ სრულად.

scroll up