კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ჩართულნი იყვნენ პროფესიულ შეხვედრებსა და სამუშაო სესიებში, რომლებიც მიზნად ისახავდა საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას, ერთობლივი პროექტების შესაძლებლობების განხილვასა და გამოცდილების გაზიარებას.
IWeek’26-ის მთავარი ღონისძიება იყო XIII International Scientific Conference, რომლის ფარგლებშიც გაიმართა სამეცნიერო სესიები და აკადემიური დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მონაწილეობით.
ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი გულწრფელ მადლობას უხდის პარტნიორ Powiślańska Academy of Applied Sciences-ს ღონისძიების წარმატებით ორგანიზებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.