ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი , ასისტენტი ეთერ მარგალიტაძე მონაწილეობდა საბაზისო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მე-6 საერთაშორისო კონფერენციაში (ICBAST), რომელიც გაიმართა ქ. კონიაში (თურქეთი).
კონფერენციის ფარგლებში ეთერ მარგალიტაძემ წარადგინა ნაშრომი თემაზე: „Prunus laurocerasus-ის ბიოაქტიური ნაერთების თერაპიული პოტენციალი მეტაბოლური სინდრომის მართვაში“.
ICBAST წარმოადგენს საერთაშორისო აკადემიურ პლატფორმას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და მკვლევრებს აერთიანებს ცოდნის გაზიარებისა და სამეცნიერო თანამშრომლობის მიზნით. ღონისძიება ორგანიზებული იყო კონიას ტექნიკური უნივერსიტეტისა და განათლებისა და მეცნიერების კვლევის საერთაშორისო საზოგადოების (ISRES) მიერ.
„ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი“ ულოცავს ეთერ მარგალიტაძეს ამ წარმატებას! ჩვენი გუნდი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში და მუდმივად უწყობს ხელს კვლევისა და ინოვაციების განვითარებას.