2025 წლის 10 სექტემბრიდან ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო კონკურსს.
კონკურსის მიზანი
უნივერსიტეტში კვლევითი კულტურის განვითარება, ავიცენას პერსონალის კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, კვლევის პროცესში ავიცენას სტუდენტების ჩართულობის ხელშეწყობა და მათთვის კვლევითი უნარების განვითარება.
საკონკურსო ვადები:
- საგრანტო განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის მიღება ელ. ფოსტაზე - grants@abmu.edu.ge - 2025 წლის 10 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
- საგრანტო კომისიის მიერ საკონკურსო დოკუმენტაციის ტექნიკური და შინაარსობრივი შეფასება კომისიის მიერ - 2025 წლის 21-27 ოქტომბერი
- გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა - 2025 წლის 28 ოქტომბერი
- საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება - 2025 წლის 29 ოქტომბერი
- საგრანტო პროექტის განხორციელების დაწყება - 2025 წლის 01 ნოემბერი
- შუალედური ანგარიშების ვადა - 2026 წლის 05 იანვარი
- საგრანტო პროექტის დასრულება - 2026 წლის 01 აგვისტო
- საბოლოო ანგარიშის წარდგენა - 2026 წლის 17 აგვისტო
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს ავიცენას აკადემიურ პირს და/ან მოწვეულ მასწავლებელს.
- პროექტში აუცილებლად ჩართული უნდა იყოს ავიცენას აქტიური სტატუსის მქონე მინიმუმ 1 სტუდენტი.
- პროექტი უნდა აერთიანებდეს ავიცენას მინიმუმ 2 აკადემიურ/მოწვეულ პირს.
- თანადაფინანსების არსებობის შემთხვევაში პროექტის ავტორი უფლებამოსილია კვლევის პროცეში ჩართვის მიზნით მოიწვიოს სხვა დარგის სპეციალისტები თანაავტორის/მკლევარის სტატუსით. თანადაფინანსების შემთხვევაში საავტორო უფლება გამარჯვებული პროექტის შედეგებზე პირველ რიგში ეკუთვნის ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტს.
პროექტის აუცილებელი პირობა:
- კვლევის შედეგების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ და ინდექსირებად ჟურნალში (Elsevier (Scopus და Science Direct) / Web of Science, etc.).
- კვლევის დასრულების შემდგომ სამუშაო შეხვედრის (ვორქ-შოფის) ორგანიზება დაინტერესებულ პირთათვის კვლევის შედეგების გასაცნობად.
სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებები:საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსში კვლევითი პროექტის წარდგენა შესაძლებელია:
- უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევის განვითარების პოლიტიკით განსაზღვრულ კვლევით პრიორიტეტულ მიმართულებებში.
- უნივერსიტეტის კვლევის პრიორიტეტული მიმართულებებისაგან განსხვავებული მიმართულებით, კვლევის აქტუალობისა და რელევანტურობის დასაბუთებით.
პროექტის ბიუჯეტი - 7000,00 ლარი
შენიშვნა:
- პროექტი ფინანსდება ავიცენას კვლევითი ბიუჯეტიდან.
- პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული სამეცნიერო პუბლიკაციის გამოქვეყნების საფასური პროექტის საშემსრულებლო გუნდთან ჩაირიცხება სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების დასტურის წარმოდგენის შემდეგ.
- პროექტის სხვა ხარჯები დაფინანსდება პროექტის საჭიროებისამებრ.
პროექტის ხანგრძლივობა:
- საკონკურსოდ წარმოდგენილი კვლევითი პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს (საანგარიშო პერიოდი 3 თვე).
- საგრანტო განაცხადის შესწავლის საფუძველზე, საგრანტო საკონკურსო კომისია უფლებამოსილია ავტორისგან/ავტორთა ჯგუფისგან მოითხოვოს ვადების კორექტირება შესაბამისი არგუმენტირებული დასაბუთების საფუძველზე.
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები და პროექტის მომზადებისათვის საჭირო დანართები:
- საგრანტო კონკურსის პირობები - დანართი 1
- განაცხადი შიდა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ - დანართი 1-1
- საპროექტო წინადადება - დანართი 1-2
- კვლევითი პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი - დანართი 1-3
- კვლევითი პროექტის ბიუჯეტი - დანართი 1-4
- უნივერსიტეტის მიერ დადგენილი CV-ის ფორმა - CV-GEO / CV-ENG