ავიცენას – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და არიელის უნივერსიტეტს (ისრაელი) შორის აკადემიური თანამშრომლობის ფარგლებში, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ 2026 წლის 27 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით ჩატარდება კვლევაზე დაფუძნებული საერთაშორისო კურსი.
პროგრამა აერთიანებს არიელის უნივერსიტეტისა და ავიცენას – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს.
პროგრამის მიზანია რომლის მიზანსაც სამეცნიერო და პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოს ჯანდაცვის სხვადასხვა დაწესებულებების გაცნობის გზით, საქართველოსა და ისრაელის ჯანდაცვის სისტემების შედარებითი ანალიზი.
მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 2 გვერდი): research@abmu.edu.ge
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ რეკომენდებულია განაცხადის დროული გაგზავნა.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: research@abmu.edu.ge