2025 წლის 20 ნოემბერს, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, მუხამედ ართმელაძემ და ISRES - საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტმა მეჰმეთ ოზასლანმა, ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შეთანხმებას.
შეთანხმება მიზნად ისახავს სამი მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციის ერთობლივ ორგანიზებას:
მე-6 საერთაშორისო კონფერენცია მედიცინის, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მეცნიერებებში (ICMeHeLS)
მე-8 საერთაშორისო კონფერენცია განათლებისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევაში (ICRESS)
მე-8 საერთაშორისო კონფერენცია ინჟინერიაში, ტექნოლოგიასა და მეცნიერებაში კვლევის საკითხებზე (ICRETS)
კონფერენციები გაიმართება 2026 წლის 9-11 ივლისს.
სამეცნიერო ღონისძიებები ხელს შეუწყობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
საერთაშორისო კონფერენციების ავიცენას ბაზაზე განხორციელება ქმნის შესაძლებლობებს როგორც აკადემიური და მოწვეული პირებისთვის, ასევე ავიცენას სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის.