ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის
     
30 იან

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის

2023 წლის 30 იანვარს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბერიძემ და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა შორის შეთანხმება მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის განმტკიცებას. ამასთან, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საკითხების, ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს კონფერენციების, საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების ორგანიზებას; აგრეთვე, ურთიერთთანამშრომლობა უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ - მასწავლებლების პროფესიული განვითარებისკენ მიმართული ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმა - განხორციელებას.

scroll up