2022 წლის 21 ნოემბერს, შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და შპს ბათუმის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, ეკა ზოიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
სტუდენტების სამედიცინო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვისთვის, ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის „მედიცინის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტების კლინიკურ გარემოში სწავლებას.