2024 წლის 22 მაისს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების იტალიურ საზოგადოებას შორის, სამეცნიერო და აკადემიურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია:
- ერთობლივი კვლევითი ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც შეისწავლიან ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებას მედიცინის სხვადასხვა დარგში, როგორიცაა: დიაგნოსტიკა, მკურნალობის დაგეგმვა, პერსონალიზებული მედიცინა და ჯანდაცვის მენეჯმენტი.
- ერთობლივი სასწავლო გეგმების შემუშავება
- ერთობლივი პროგრამების შემუშავება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების სამედიცინო პრაქტიკაში ინტეგრაციის შესახებ, მათ შორის ვორქშოფები, სემინარები და ონლაინ კურსები.