2024 წლის 15 მაისს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ივანო-ფრანკივსკის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს მეგობრული ურთიერთობის ხელშეწყობასა და ურთიერთ ინტერესების გაღრმავებას სამეცნიერო და აკადემიურ სფეროებში.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროებია:
- ერთობლივი კვლევითი საქმიანობის განხორციელება - ერთობლივი კვლევითი პროექტები და ფაკულტეტისა და მკვლევართა წევრების გაცვლა;
- ერთობლივი სასწავლო გეგმების შემუშავება;
- ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების განხორციელება - კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების ორგანიზება;
- სტუდენტთა გაცვლის ხელშეწყობა, ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობები და კარგი კლინიკური პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება.