2022 წლის 11 ნოემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის № 1 საჯარო სკოლის დირექტორმა, ნატალია მგელაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეთა შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სფეროში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საკითხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას - საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში უნივერსიტეტის პერსონალის ჩართვის, საჯარო ლექციებისა და მასტერკლასის ორგანიზებისა და სასწავლო და სოციალური პროექტების ერთობლივი განხორციელების გზით.