2022 წლის 1 ოქტომბერს, შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და შპს ჰელსის დირექტორმა, ნინო სარჯველაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სტუდენტების სამედიცინო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვისთვის, მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმება მიზნად ისახავს - პედიატრიის, კარდიოლოგიის, დერმატოლოგიისა და ენდოკრინოლოგიის მიმართულებების კლინიკური კომპონენტების კლინიკაში სწავლებას.