2023 წლის 18 იანვარს, შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და სს „ევექსის ჰოსპიტლები“ - ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, თამარ ბახტაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი
სტუდენტების სამედიცინო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვისთვის, ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის „მედიცინის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტების კლინიკურ გარემოში სწავლებას.