2023 წლის 24 იანვარს, შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და შპს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორმა, სოლომონ ფუტკარაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სტუდენტების სამედიცინო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვისთვის, ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის „მედიცინის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტების კლინიკურ გარემოში სწავლებას.