2023 წლის 18 იანვარს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და შპს ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ხათუნა ვარშანიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
სტუდენტების სამედიცინო პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვისთვის, ურთიერთთანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის „მედიცინის“ ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის კლინიკური კომპონენტების კლინიკურ გარემოში სწავლებას.