ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს ირინა შანიძე და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
     
23 იან

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს ირინა შანიძე და კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2023 წლის 23 იანვარს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და შპს „ირინა შანიძე და კომპანიას“ დირექტორმა, ირინა შანიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

სამედიცინო განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მიზანი ჯანმრთელობაზე ზრუნვის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საკითხების, ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაა - სასწავლო/ საგანმანათლებლო და სოციალური ღონისძიებების დაგეგმვა - განხორციელებით. აგრეთვე, მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმება ითვალისწინებს უნივერსიტეტის პერსონალისა და სტუდენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების შეღავათიანი ტარიფების შეთავაზებას.

scroll up