ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
     
24 მარ

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2023 წლის 24 მარტს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, იუსუფ ილმაზმა ურთიერთთანაშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა შორის შეთანხმება მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას - ერთობლივი კვლევების განხორცილების, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის განვითარების, კლინიკური პრაქტიკის გაზიარებისა და ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო ღონისძიებების დაგეგმვის გზით.

scroll up