2023 წლის 15 თებერვალს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და ასფენდიაროვის სახელობის ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, კლარა ბაილდინოვამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეთა თანამშრომლობა ითვალისწინებს ერთობლივი კვლევების განხორცილებას, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამის განვითარებას, კლინიკური პრაქტიკის გაზიარებასა და ერთობლივი აკადემიური და სამეცნიერო ღონისძიებების დაგეგმვას.