ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს „სეიფთი მენეჯმენტ გრუპ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
     
21 ნოე

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს „სეიფთი მენეჯმენტ გრუპ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

2023 წლის 21 ნოემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სოფიო ბერიძემ და შპს „სეიფთი მენეჯმენტ გრუპ“ - ის დირექტორმა, თინა ბარაბაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეიმუშავებენ და განახორციელებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამებსა და აქტივობებს - დაცვითი ტექნოლოგიების, შრომის უსაფრთხოების, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებით. ამასთან, მხარეთა შორის ურთიერთანამშრომლობა ითვალისწინებს პროფესიული უნარ - ჩვევების გამომუშავებისა და სპეციალისტების დასაქმების ხელშეწყობას.

scroll up