ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
     
17 ნოე

შპს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 17 ნოემბერს შპს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და ა(ა)იპ ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსის დირექტორმა, გიორგი ლომთათიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას სპორტის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საკითხების შესახებ - სპორტული და სასწავლო/შემეცნებითი პროექტების განხორციელების, სტუდენტთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისა და სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის გზით.

scroll up