2022 წლის 18 ნოემბერს შპს ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და ა(ა)იპ ბათუმის სპორტული ცენტრის დირექტორმა, უჩა აბრამიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეთა შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საკითხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას - სპორტული და სასწავლო/ შემეცნებითი პროექტების განხორციელების, სტუდენტთა სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობისა და სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის გზით.