2022 წლის 17 ნოემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და სსიპ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის დირექტორმა, გიორგი მიქელაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეთა შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას მეცნიერების, ხელოვნებისა და კულტურის სფეროში - ერთობლივი სასწავლო - შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზებითა და სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის გზით.