ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ულტრასაუნდ აკადემიას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი
     
20 აპრ

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ულტრასაუნდ აკადემიას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ულტრასაუნდ აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო განათლებისა და პრაქტიკის კიდევ უფრო გაძლიერებას.

აღნიშნული პარტნიორობა უზრუნველყოფს ცოდნისა და გამოცდილების ინტეგრაციას, ინოვაციური სასწავლო მოდელების განვითარებასა და კლინიკური უნარების გაღრმავებას, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

თანამშრომლობა შექმნის პრაქტიკაზე ორიენტირებულ შესაძლებლობებს როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის, ხელს შეუწყობს სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას და მოიცავს უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში ტრენინგების განხორციელებას.

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი განაგრძობს ინსტიტუციური განვითარების გაძლიერებას და ქმნის მყარ საფუძველს თანამედროვე, კონკურენტუნარიანი სამედიცინო განათლებისათვის.

 

scroll up