ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლვოვის დანილო ჰალიცკის სახელობის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
     
9 ნოე

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლვოვის დანილო ჰალიცკის სახელობის ეროვნულ სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 9 ნოემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და ლვოვის დანილო ჰალიცკის სახელობის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, ბორის ზიმენკოვსკიმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა შორის შეთანხმება მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას - ერთობლივი კვლევების განხორციელების, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განვითარებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო და სასწავლო აქტივობების ორგანიზების გზით.

scroll up