ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს სკოლა ევრო - 2000 - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
     
10 ნოე

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და შპს სკოლა ევრო - 2000 - ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 10 ნოემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და შპს სკოლა ევრო - 2000 - ის დირექტორმა, ანზორ აბუსერიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს საგანმანათლებლო სფეროში საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საკითხების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას - საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში უნივერსიტეტის პერსონალის ჩართვის, საჯარო ლექციებისა და მასტერკლასის ორგანიზებისა და სასწავლო და სოციალური პროექტების ერთობლივი განხორციელების გზით.

scroll up