2022 წლის 15 ნოემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და ა(ა)იპ საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციის დირექტორმა, დავით ოთიაშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეთა შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს საერთო ინტერესების სფეროში ერთობლივი სამეცნიერო - კვლევითი პროექტების განხორციელებას, ერთობლივი საგანმანათლებლო და სასწავლო აქტივობებისა და აქტუალურ საკითხებზე საჯარო შეხვედრების ორგანიზებასა და საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური ლიტერატურის გაზიარებასა და გაცვლას.