24 ნოე

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 24 ნოემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, მაია ჭიჭილეიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა შეთანხმება მიზნად ისახავს ხელოვნების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას - აღნიშნულ დარგებში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი სასწავლო-შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზების, სოციალური პროგრამების განხორციელების, სახელოვნებო-შემოქმედებითი აქტივობების წახალისებისა და სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერის გზით.

scroll up