2022 წლის 2 დეკემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი სოსიაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეთა შეთანხმება მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში - კონფერენციების, საჯარო ლექციებისა და მასტერკლასების ორგანიზებით, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის საკითხების, ეკოლოგიური პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების მოძიების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.