2022 წლის 5 დეკემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და ინოვაციური სამედიცინო ცენტრის „ბირთის“ დირექტორმა, ნათია სირაბიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მხარეები, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ითანამშრომლებენ - აკადემიური უმაღლესი განათლების, უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებისა და სამეცნიერო - კვლევითი და პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების მიმართულებით.