2 დეკ

შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტსა და ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2022 წლის 2 დეკემბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, სოფიო ბერიძემ და ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, მიხაილო კორდამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მხარეთა შორის შეთანხმება მიზნად ისახავს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობას - ერთობლივი კვლევების განხორციელების, სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განვითარების, ერთობლივი საგანმანათლებლო და სასწავლო აქტივობების ორგანიზებისა და დაგროვებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით.

scroll up