15 აგვი

გარე მობილობა ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში

2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას „დიპლომირებული მედიკოსის" ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

მობილობის შემდეგი ვადები და პროცედურები:

2025 წლის 25 აგვისტოდან - 2025 წლის 9 სექტემბრის 18.00 საათამდე - დაინტერესებული სტუდენტების რეგისტრაცია მობილობის ელექტრონულ პორტალზე - იხ. ბმული

2025  წლის 10 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით - მობილობის მსურველთა განცხადებებისა და დოკუმენტაციის მიღება ელექტრონულად (info@abmu.edu.ge)

2025  წლის 15-16 სექტემბერი - მობილობის მსურველთა მიერ ათვისებული კრედიტების მედიცინის სკოლის მიერ აღიარება (თავსებადობის დასკვნების შედგენა);

2025  წლის 17-18 სექტემბერი (11:00 სთ-დან 18:00 - სთ-მდე) -  კრედიტების აღიარების დასკვნაზე (თავსებადობის დასკვნაზე) მობილობის მსურველთა თანხმობის განცხადებების მიღება და ხელშეკრულებების გაფორმება;

2025  წლის  19-22 სექტემბერი - მობილობის  წესით შპს ,,ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩასარიცხი  პირების  შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში  ელექტრონულად ასახვა.

 

მობილობის მსურველ სტუდენტთა მიერ, დადგენილ ვადაში წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

ა) განცხადება (იხ. ბმული);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებისა და სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის დამოწმებული ასლი;

ე) სასწავლო ბარათის დამოწმებული ასლი/ცნობა სტუდენტის მიერ ათვისებული კრედიტების შესახებ;

ვ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

შენიშვნა: ელექტრონულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სათანადო წესით დამოწმებული სახით, წარმოდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ფორმით, ხელშეკრულების გაფორმების დროს;

scroll up