ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო მობილობის კონკურსს პარტნიორ
     
8 მაი

ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი აცხადებს საერთაშორისო მობილობის კონკურსს პარტნიორ

მობილობის პერიოდი: 2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრი.

კონკურსში შერჩეული სტუდენტი მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას და დაუფინანსდება მგზავრობის ხარჯი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის სასწავლო პროგრამის II, III, IV, V აკადემიური წლის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.

პარტნიორი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე. 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 13.05.2026

კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, სტუდენტმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის (B2 დონეზე) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა; (ცნობის არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი გამოცდას დაწერს უნივერსიტეტში)
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი ცნობა (GPA მითითებით);
  • ცნობა აქტიური სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი;
  • (ერთი) სარეკომენდაციო წერილი ავიცენას აკადემიური პერსონალისგან;
  • რეზიუმე (CV) Europass ფორმატში;

კონკურსის ეტაპები:

  • საბუთების მიღება და გადარჩევა;
  • შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
  • კონკურსში გამარჯვებული სტუდენტის გამოცხადება;
  • შესარჩევი კომისიის წევრები:

    • საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენელი;
    • მედიცინის სკოლის წარმომადგენელი;
    • ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელი;
    • ადმინისტრაციის წარმომადგენელი;

    შერჩევის კრიტერიუმები:

    • აკადემიური მოსწრება;
    • სტუდენტის მოტივაცია;
    • ინგლისური ენის სათანადოდ ფლობა;
    • მიღებული ცოდნის გამოყენების სამომავლო გეგმები;

    შერჩეული კანდიდატებთან შემდგომი პროცედურების წარმართვა მოხდება მიმღები უნივერსიტეტის მიერ. 

    დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაეკონტაქტოთ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტრატეგიული დაგეგმარების სამსახურს: ir@abmu.edu.ge 

    scroll up