ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტისა და HEARD ჰეპატოლოგიის განათლებისა და კვლევის ასოციაციის თანამშრომლობით, სასტუმრო რედისონ ბლუ ბათუმში 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გაიმართა მულტიდისციპლინური გამოცდილების გაზიარების რიგით მეორე საერთაშორისო სამიტი. (MESSummit)
მრავალრიცხოვანი სესიებისა და ვორქშოპების მიმდინარეობისას მონაწილეებმა წარმოადგინეს სამეცნიერო მოხსენებები ჯანდაცვის წამყვან გამოწვევად მიჩნეულ - მეტაბოლური სინდრომის, ღვიძლის გაცხიმოვნების, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიისა და ონკოლოგიურ დაავადებათა მულტიდისციპლინური მართვის შესახებ.
სესიების მსვლელობისას ქართველმა და თურქმა კოლეგებმა იმსჯელეს კოლაბორაციის ისეთ პერსპექტივებზე, რაც მოემსახურება სამედიცინო ტურიზმის დღეს არსებული ვითარებისა და პაციენტთა უსაფრთხოების პროფილის გაუმჯობესებას.
სამიტმა წარმოადგინა პლატფორმა სხვადასხვა დისციპლინაში აზრების, სტრატეგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლისთვის, მკურნალობისა და დიაგნოსტიკის ინოვაციური მეთოდების შესწავლიდან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობამდე.