2023 წლის 6 დეკემბერს, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის, დისტანციურ ფორმატში, კომპანია „Turnitin“-ის ევროპის რეგიონის წარმომადგენელმა, კლიენტთა საკონსულტაციო მომსახურების ტრენერმა, იასემინ არშინმა ჩაატარა რიგით მეორე სამუშაო შეხვედრა, რომელიც დაეთმო პროგრამა „turnitin” - ის გამოყენებისა და ადმინისტრირების საკითხების შესწავლას.
პროგრამის გამოყენება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში მომზადებული სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები, სტატიები, წიგნები, მონოგრაფიები და სხვა სახის პუბლიკაციები (საჯარო წარდგენამდე) სავალდებულოდ ექვემდებარება ანტიპლაგის სისტემაში შემოწმებას. პლაგიატის აღმოჩენის მიზნით, უნივერსიტეტი გამოიყენებს პლაგიატის ამომცნობ ელექტრონულ სისტემას - „Turnitin“ - ს. აღნიშნული პროგრამის გამოყენება სასწავლო პროცესში უზრუნველყოფს ნაშრომის ეფექტურ შემოწმებასა და, მსგავსების არსებობის შემთხვევაში, პროგრამულ ანგარიშში იმ დოკუმენტ(ებ)ის ასახვას, რომელთანაც მსგავსება გამოვლინდება.