ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სწავლებისთანამედროვე მეთოდოლოგიის – OSTE (Objectively Structured Teaching Encounter /ობიექტურად სტრუქტურირებული სასწავლო პრაქტიკა) – დანერგვა, რომელიცორიენტირებულია სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და აკადემიურიპერსონალის პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებაზე.
OSTE წარმოადგენს სწავლების ინოვაციურ მიდგომას, რომელიც ეფუძნებასტანდარტიზებულ, სიმულაციურ სცენარზე დაფუძნებულ სწავლა-შეფასების მოდელს.აღნიშნული ფორმატი მიზნად ისახავს არა მხოლოდ სტუდენტების, არამედაკადემიური/მოწვეული პერსონალის სწავლებისა და ინტერპერსონალური კომუნიკაციისუნარების განვითარებას. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება მიზნობრივი დასტრუქტურირებული უკუკავშირის გაცემა, რაც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისეფექტიან მექანიზმად გვევლინება. OSTE მეთოდოლოგია უკვე გამოცდილია მსოფლიომასშტაბით და აღიარებულია, როგორც პედაგოგიური განვითარების ერთ-ერთი ყველაზეეფექტური ინსტრუმენტი.
OSTE მოდელის დანერგვა ხორციელდება საგრანტო პროექტის – „OSTE სადგურებისდანერგვა ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ – ჩართულობისფარგლებში, რომლის განმახორციელებელია თბილისის სახელმწიფო სამედიცინოუნივერსიტეტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა.