ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - პროფესორ კახაბერ ქაშიბაძესა და პროფესორ სალომე ღლონტს მიენიჭათ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (Doctor Honoris Causa) წოდება
     
22 აგვი

პროფესორ კახაბერ ქაშიბაძესა და პროფესორ სალომე ღლონტს მიენიჭათ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (Doctor Honoris Causa) წოდება

ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, პროფესორ კახაბერ ქაშიბაძესა და პროფესორ სალომე ღლონტს მიენიჭათ უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის (Doctor Honoris Causa) წოდება.   ეს საპატიო წოდება წარმოადგენს მათი პროფესიული და აკადემიური მოღვაწეობის, უნივერსიტეტთან აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობის, ასევე მედიცინისა და განათლების სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ღვაწლის აღიარებას.   ვულოცავთ პროფესორებს ამ მნიშვნელოვან აღიარებას და მადლობას ვუხდით უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. ვუსურვებთ მათ შემდგომ პროფესიულ წარმატებას, ახალ მიღწევებსა და ნაყოფიერ საქმიანობას!  
scroll up