5
მაი
პაციენტის უფლებები და თანამედროვე გამოწვევები — საჯარო ლექცია ავიცენაში
ავიცენა – ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე — პაციენტის უფლებები, რომელსაც უძღვებოდა სამართლის დოქტორი, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი გიორგი ჩახვაძე;
ლექციის ფარგლებში განხილული იყო კლინიკურ პრაქტიკაში არსებული საინტერესო შემთხვევები, შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში და მას ესწრებოდნენ სტუდენტები, აკადემიური და მოწვეული პერსონალი, რეზიდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.