ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიები 2025-2026 სასწავლო წელი
     
8 აპრ

სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული სტიპენდიები 2025-2026 სასწავლო წელი

სლოვაკეთის რესპუბლიკის მიერ 2025-2026 სასწავლო წლისათვის გამოცხადებულია ეროვნული სტიპენდიები.

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევარებსა და ხელოვანებს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილი.

სტუდენტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსების მოთხოვნაზე.

უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk.

დაინტერესებისა და კითხვების შემთხვევაში:

სტუდენტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს, სილვია ლიპოვსკას შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე - nsp-foreign2@saia.sk

უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევარებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ონდრეი არადსკის შემდეგ ელ. ფოსტის მიმსამართზე - nspforeign@saia.sk

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდზე:www.scholarships.sk

scroll up