2023 წლის 28 ივლისს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურსა და მოწვეულ პერსონალს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა, ჟუჟუნა გუმბარიძემ ჩაუტარა ტრენინგი თემაზე: „ლიდერობა და მენეჯმენტი უმაღლეს განათლებაში“.
ტრენინგზე განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ლიდერის როლი ორგანიზაციის მართვაში, კოლაბორაციული ლიდერობა, პრიორიტეტების განსაზღვრა და სხვა.