2022 წლის 18-20 ოქტომბერს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი რიზეს რეჯეფ თაიიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის კლინიკური სიმულაციის ცენტრს ესტუმრა. ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, თანამედროვე კლინიკური მოთხოვნების შესაბამისად შემუშავებული, სიმულაციური სწავლების სამდღიანი მასტერკლასი ჩაუტარდათ. ტრენინგის მონაწილეებმა გაიარეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მზადების კურსი და მიიღეს შესაბამისი კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატები (TOT). მიღებული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოყენებით, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზაზე, დაგეგმილია მსგავსი სწავლების მეთოდის დანერგვა და გაუმჯობესება.