უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესაბამისად, 2022 წლის 14 ოქტომბერს შპს ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს ჩაუტარდა ტრენინგი თემებზე: „ინსტიტუციური ეფექტიანობის შეფასება“; „განათლების ინტერნაციონალიზაცია“. ტრენინგს უძღვებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი - ირმა გრძელიძე.