ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი - ორგანიზაცია „TURNITIN“-ის ევროპის რეგიონის წარმომადგენელების შეხვედრა ავიცენა -ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან
     
23 ოქტ

ორგანიზაცია „TURNITIN“-ის ევროპის რეგიონის წარმომადგენელების შეხვედრა ავიცენა -ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალთან

2023 წლის 23 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის, დისტანციურ ფორმატში,  კომპანია „Turnitin“-ის ევროპის რეგიონის წარმომადგენელმა,  კლიენტთა საკონსულტაციო მომსახურების ტრენერმა, იასემინ არშინმა ჩაატარა პირველი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრა დაეთმო  პროგრამა „Turnitin“-ის გამოყენებისა და ადმინისტრირებისთვის ტექნიკური მონაცემების შეყვანისა და დამუშავების საკითხების გაცნობას.

პროგრამის გამოყენება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის ერთ-ერთი მექანიზმია. უნივერსიტეტის საქმიანობის ფარგლებში მომზადებული სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები, სტატიები, წიგნები, მონოგრაფიები და სხვა სახის პუბლიკაციები (საჯარო წარდგენამდე) სავალდებულოდ ექვემდებარება ანტიპლაგის სისტემაში შემოწმებას.  პლაგიატის აღმოჩენის მიზნით, უნივერსიტეტი გამოიყენებს  პლაგიატის ამომცნობ ელექტრონულ სისტემას - „Turnitin“ - ს. აღნიშნული პროგრამის გამოყენება სასწავლო პროცესში უზრუნველყოფს ნაშრომის ეფექტურ შემოწმებასა და, მსგავსების არსებობის შემთხვევაში, პროგრამულ ანგარიშში იმ დოკუმენტ(ებ)ის ასახვას, რომელთანაც მსგავსება გამოვლინდება.

პროგრამა „Turnitin“-ის გამოყენებას ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი 2024 წლის გაზაფხულის სემესტრიდან დაიწყებს. ტურნიტინთან უსდ-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და ის კომპანიის მომსახურებით 2026 წლის ბოლომდე ისარგებლებს.

scroll up